მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა, ჯოშუა ზირკზემ, კლუბის მედიასთან ინტერვიუში ოცნებების თეატრის განსაკუთრებულ ატმოსფეროზე ისაუბრა.
ნიდერლანდელი ფორვარდი აღფრთოვანებას ვერ მალავს იმ ენერგიით, რაც სტადიონზე სუფევს:
„ვფიქრობ, მსგავსი არაფერი არსებობს. როდესაც თამაშის წინ United Road-ის სიმღერას იწყებენ, შენ კი მოედანზე ხარ... ხანდახან უბრალოდ ირგვლივ იხედები და ფიქრობ: „ჯანდაბა, მე ოლდ ტრაფორდზე ვთამაშობ."
ეს რაღაც განსაკუთრებულია, ამას უბრალოდ გრძნობ. რთული ასახსნელია, მაგრამ ეს არის სპეციფიკური ენერგია და აურა, რომელიც სტადიონის ისტორიასა და იმ დიდ ფეხბურთელებს უკავშირდება, ვინც ამ კლუბში თამაშობდა.
ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა — მადლიერი ვარ ამ გულშემატკივრების წინაშე მოედანზე გასვლის შესაძლებლობისთვის. ეს დაუჯერებელია. ვფიქრობ, მსგავსი რამ ამ პლანეტაზე სხვაგან არსად ხდება.“