მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ, დევიდ ბექჰემმა, დროებით მწვრთნელს, მაიკლ კერიკს, ნდობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ყოფილმა ნახევარმცველმა ოლდ ტრაფორდზე სტაბილურობის აღდგენაში უდიდესი როლი ითამაშა.
TALKSPORT-თან საუბრისას ბექჰემმა თქვა, რომ კერიკმა კლუბში ის სიმშვიდე და გამოცდილება დააბრუნა, რომელიც გუნდს ბოლო ათი წელია აკლდა. მისივე თქმით, კარიკის ხელში ფეხბურთელები უფრო ერთიანად და თავდაჯერებულად გამოიყურებიან.
44 წლის კარიკმა გუნდი 13 იანვარს, რუბენ ამორიმის დათხოვნის შემდეგ ჩაიბარა და მას შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. 75 დღის განმავლობაში მან პრემიერ ლიგის 10 მატჩში უხელმძღვანელა გუნდს, საიდანაც 7 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
კერიკის ხელში მანჩესტერ იუნაიტედი საშუალოდ 2.30 ქულას აგროვებს, რაც მკვეთრად აღემატება ამორიმის მაჩვენებელს (1.55 ქულა 20 მატჩში).
ბექჰემი მშვიდ ლიდერობას აფასებს
ინტერ მაიამის თანამფლობელმა კერიკის ქცევა სათადარიგო სკამზეც შეაქო: „მის ყოველ მოძრაობაში ელეგანტურობა იგრძნობა, იქნება ეს გოლის აღნიშვნა თუ ბრაზის გამოხატვა. მან გუნდი საოცრად გააერთიანა. როგორც ამ კლუბის გულშემატკივრისთვის, ეს სწორედ ისაა, რაც გვჭირდებოდა“.
ბექჰემის პოზიციას იზიარებს უეინ რუნიც, რომელიც მიიჩნევს, რომ კარიკს კონტრაქტი მუდმივ საფუძველზე უნდა გაუფორმონ. „100%-ით მან უნდა მიიღოს ეს სამუშაო. ვიცოდი, რომ მაიკლი ამას შეძლებდა. გუნდს სჭირდებოდა მშვიდი ადამიანი, რომელიც კლუბს შიგნიდან იცნობს. ფეხბურთელებს სითბო სჭირდებოდათ და მან ეს მისცა“, - განაცხადა რუნიმ BBC-სთან.
მანჩესტერ იუნაიტედს რთული პერიოდი ელის
სეზონის ბოლომდე პრემიერ ლიგაში 7 ტურია დარჩენილი და გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. წინ მნიშვნელოვანი მატჩებია ლიდსი (13 აპრილი), ჩელსი (18 აპრილი), ბრენტფორდი (27 აპრილი) და პრინციპული დაპირისპირება ლივერპული წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე (3 მაისი). სეზონი კი 24 მაისს, ბრაიტონი წინააღმდეგ შეხვედრით დასრულდება.
ბექჰემისა და რუნის მხარდაჭერის ფონზე, კლუბის ხელმძღვანელობაზე ზეწოლა იზრდება, რათა კერიკი მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დანიშნონ.