დევიდ ბექჰემმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდზე ისაუბრა.
„ტრენტის დიდი გულშემატკივარი ვარ, ძალიან მიყვარს ის როგორც მოთამაშე. წლების განმავლობაში ბევრჯერ მომისმენია, რომ ‘დაცვაში არ არის ძლიერი’, მაგრამ ზოგჯერ ეს უნდა მიიღო.
რობერტო კარლოსი დაცვაშიც საოცარი იყო და შეტევაშიც, ყოველთვის წინ მიდიოდა და ჩვენ ხშირად გვიწევდა მისი დაზღვევა, ასე რომ ასეთ რაღაცებს უნდა შეეგუო.
ძალიან გამიჭირდებოდა ისეთი ფეხბურთელის, როგორიც ტრენტია, მსოფლიო ჩემპიონატზე არწაყვანა, თუმცა ტუხელმა თქვა, რომ ამ ეტაპზე მასზე წინ სხვა მოთამაშეები არიან, ასე რომ ეს შეიძლება შეიცვალოს. მაინც ვფიქრობ, რომ ტომასი ტრენტს განიხილავს.“ - განაცხადა ინტერ მაიამის პრეზიდენტმა.
,,ვიცი, რომ ხმაურს იწვევს" - ტუხელი ტრენტის არგამოძახებაზე