ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის არგამოძახებაზე ისაუბრა.
„ვიცი, რომ ხმაურს იწვევს, როცა ისეთ მოთამაშეს, როგორიც ტრენტია, გარეთ ტოვებ. გვქონდა საუბარი. ვცადე სიტუაციის ახსნა, მაგრამ მან უბრალოდ უნდა მიიღოს ეს.
ეს სპორტული არჩევანია და რთული არჩევანი, შესაძლოა მძიმე გადაწყვეტილებაც. შეიძლება გარკვეულწილად უსამართლოც იყოს, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ.
არჩევანი ბენ უაითზე შევაჩერე, რადგან ვნახე, როგორ ითამაშა მან თასის ფინალში მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ. მან მანამდე ჩემპიონთა ლიგის მატჩიც ითამაშა და მაშინვე დაუბრუნდა თავის ჩვეულ ფორმას.
ეს იყო შესაძლებლობა, პირადად შევხვედროდი მას, დამენახა, როგორ ურთიერთობს გუნდთან. ვფიქრობ, ვიცი, რას გვაძლევს ტრენტი, ამიტომ არჩევანი ბენზე და მარჯვენა ფლანგზე ტინო ლივრამენტოზე შევაჩერე.“ - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალის მარჯვენა მცველი ტუხელის 35-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.