ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჰარი მაგუაირი მანჩესტერ იუნაიტედთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელიც 2027 წლის ივნისამდე იქნება ძალაში.
მაგუაირსა და კლუბს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და ხელმოწერა სეზონის დასრულებამდე იგეგმება. შეთანხმება ასევე მოიცავს კლუბის მხარის ოფციას, რომ სურვილის შემთხვევაში კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გაახანგრძლივონ.
ჰარი მაგუაირმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა, 3 ყვითელი და 1 წითელი ბარათია.
ინგლისელი მცველი მანჩესტერ იუნაიტედში 2019 წელს ლესტერ სიტიდან გადავიდა და გუნდთან ერთად ინგლისის ლიგის თასი და FA თასი მოიგო.