მილანის გასახდელში ვითარება დაიძაბა — ლაციოსთან მარცხის (0:1) შემდეგ, რაფაელ ლეაუსა და კრისტიან პულიშიჩს შორის კონფლიქტი მოხდა.
სერია A-ს 29-ე ტურში, ლაციოსთან განცდილი მარცხის შემდეგ, მილანის ვარსკვლავებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. პორტუგალიელი შემტევი 66-ე წუთზე შეცვლამ აღაშფოთა — მან ორჯერ აიცილა თავიდან მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის ჩახუტების მცდელობა და მას უკმაყოფილო ტონით რაღაცას ეუბნებოდა.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლეაუს გაღიზიანების მთავარი მიზეზი პულიშიჩი გახდა. რაფაელი თვლიდა, რომ ორ ეპიზოდში, როდესაც ის ადამ მარუშიჩის ზურგს უკან იხსნებოდა, ამერიკელმა პასი არ მისცა. ლეაუ მოედანზევე აქტიურად ჟესტიკულირებდა, მატჩის შემდეგ კი პრეტენზიების გამოთქმა გასახდელშიც გააგრძელა. ვითარების განმუხტვა თავად ალეგრის მოუწია.
ამ დროისთვის მილანი იტალიის ჩემპიონატში 60 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ ინტერს 8 ქულით ჩამორჩება. ლაციოსთან მატჩი როსონერისთვის სხვაობის 5 ქულამდე შემცირების შანსი იყო.