პეპ გვარდიოლამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მანჩესტერ სიტის ყოფილ მწვრთნელსა და იტალიურ მხარეს შორის რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა ესპანელმა სპეციალისტმა საბოლოო პასუხი ღამით გასცა.
როგორც ირკვევა, გვარდიოლამ მადლობა გადაუხადა ფედერაციას ასეთი პრესტიჟული პოზიციისთვის და აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ინგლისური კლუბიდან წასვლის შემდეგ ახლა გარკვეული დროით დასვენება სურს და ეროვნული ნაკრების სათავეში მოსასვლელად მზად არ არის.
გვარდიოლას უარის შემდეგ, იტალიური მედია აქტიურად წერს, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი მთავარი ფავორიტი ანდრეა პირლო ხდება.
ამ კანდიდატურამ საფეხბურთო საზოგადოებასა და გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი რეაქცია და მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ პირლოს გამოცდილება ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ასეთი მასშტაბური პასუხისმგებლობისთვის.