პეპ გვარდიოლა და იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ხელფასის ოდენობაზე ვერ თანხმდებიან.
რამდენიმე დღის წინ, ფედერაციის ხელმძღვანელმა ჯოვანი მალაგომ დაადასტურა მოლაპარაკებები გვარდიოლასთან იტალიის ნაკრებში მუშაობის თაობაზე და მიანიშნა, რომ ესპანელის გამო FIGC მზად იყო სერიოზული ფინანსური დანახარჯებისთვის.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ფედერაცია მზადაა პეპს წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა მანჩესტერ სიტის ყოფილი მთავარი მწვრთნელი დაახლოებით ორჯერ მეტს ითხოვს. მოლაპარაკებებზე ასევე მოქმედებს გვარდიოლას სურვილი, მეტი დრო გაატაროს ოჯახთან - აღინიშნება, რომ მწვრთნელი იტალიელების შეთავაზებას სავარაუდოდ არ მიიღებს, თუ ახლობლები უახლოეს პერიოდში აზრს არ შეაცვლევინებენ.
ცნობილი ხდება, რომ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა კანდიდატებს შორის სერია A-ს კლუბების უმრავლესობა უპირატესობას ანტონიო კონტეს ანიჭებს.
ასევე, გვარდიოლასთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემთხვევაში, ფედერაცია შესაძლოა ანდრეა პირლოსა და რობერტო მანჩინის კანდიდატურებს დაუბრუნდეს.