პერესს კონკურენტის არ სჯერა.
ფლორენტინო პერესმა რეალის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კონკურენტის, ენრიკე რიკელმეს განცხადებებს, ერლინგ ჰალანდის შესაძლო ტრანსფერზე, ბლეფი უწოდა.
პერესმა მოუწოდა საზოგადოებას, არ დაიჯერონ რიკელმეს დაპირებები, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის ნორვეგიელ ფორვარდს გააფორმებს.
„ყველა ყველაფერს უარყოფს: მამამისი, მისი აგენტი, კლუბი. ეს ბლეფია.
ეს კანდიდატურა სავსეა ბლეფით. სწორედ ამიტომ ვარ აქ - რეალის დასაცავად. ჩვენი კლუბი ერთიანია. მას ჩემზე უკეთ ვერავინ დაიცავს, - განაცხადა პერესმა შოუში Horizonte.
შეგახსენებთ, რომ გუშინწინ ენრიკე რიკელმემ დადო პირობა, რომ რეალის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, გუნდში როდრის და ჰალანდს მოიყვანს, რასაც უარყოფა მოჰყვა ჯერ ნორვეგიელის მამის მხრიდან, შემდეგ კი აგენტისგანაც.
სიტიმ კი განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელის საავტორო უფლებების გამოყენებისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანას განიხილავს.