• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
პერესი რეალის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს აანონსებს
ფეხბურთიფეხბურთი

პერესი რეალის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს აანონსებს

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფლორენტინო პერესი მადრიდის რეალისთვის ისტორიულ, 150 მილიონ ევროიან გალაქტიკოს ტრანსფერზე მიანიშნებს.


პერესმა რეალის სატრანსფერო გეგმები კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების ცენტრში მოაქცია მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ სამშაბათს იდუმალ, გალაქტიკოს დონის მოთამაშის შესაძენად გააკეთებს შეთავაზებას.

პერესმა თქვა, რომ შეთავაზება გაეგზავნება ჩემპიონთა ლიგის კლუბს და მისი ღირებულება სულ მცირე 150 მილიონი ევრო იქნება. თუ ტრანსფერი ამ ფასად განხორციელდა, ეს გახდება მადრიდის რეალის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი.


ფლორენტინოს მოთამაშე არ დაუსახელებია, თუმცა რამდენიმე მინიშნება გასცა. მისი თანახმად, მოთამაშე არის ახალგაზრდა, თამაშობს ჩემპიონთა ლიგის კლუბში და არ არის პრემიერ ლიგიდან. პერესმა ასევე მკაფიოდ აღნიშნა, რომ მიზანი არ არის ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, მაიკლ ოლისე ან ჟერემი დოკუ.

მადრიდის პრეზიდენტმა მოთამაშე აღწერა, როგორც გალაქტიკო და ამ ნაბიჯის მასშტაბი კრიშტიანუ რონალდუს დონის ფინანსურ ტრანსფერს შეადარა. მან ასევე დაამატა:


ხალხი ვერ დაიჯერებს, ვინ არის ის. ეს კრიშტიანუს დონის ფინანსური ტრანსფერია.


პერესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მადრიდის რეალი მოთამაშის კლუბს დაუკავშირდება, სანამ შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს:


სხვათა შორის, ჩვენ ჯერ ფეხბურთელის კლუბს დაველაპარაკებით. საქმე ასე კეთდება, იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმემ არ იცის.


ეს ფრაზა, როგორც ჩანს, კიდევ ერთი პასუხი იყო ენრიკე რიკელმეს მიმართ, რომელიც პერესის წინააღმდეგ თავისი კამპანიის დროს დიდ სატრანსფერო დაპირებებს იძლეოდა. რიკელმემ ღიად ისაუბრა ერლინგ ჰალანდზე, თუმცა პერესმა ეს განცხადება უარყო და თქვა, რომ ჰალანდის იდეა ფეხბურთელთან ახლოს მდგომმა პირებმა უკვე უარყვეს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ლა ლიგა
ჰალანდი
ჟოზე მოურინიო
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პერესი: „მოურინიო და კონატე მხოლოდ დასაწყისია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი: „მოურინიო და კონატე მხოლოდ დასაწყისია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლიონი ენდრიკის დაბრუნებას არ გამორიცხავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლიონი ენდრიკის დაბრუნებას არ გამორიცხავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბენფიკამ დაადასტურა - რამდენს გადაიხდის რეალი ჟოზესთვის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბენფიკამ დაადასტურა - რამდენს გადაიხდის რეალი ჟოზესთვის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: Rip the Script - ნაიკის ახალი ვარსკვლავური რეკლამა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: Rip the Script - ნაიკის ახალი ვარსკვლავური რეკლამა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

18 სთ წინ

პერესი: „მოურინიო და კონატე მხოლოდ დასაწყისია"

News image

16 სთ წინ

ლიონი ენდრიკის დაბრუნებას არ გამორიცხავს

News image

9 სთ წინ

ბენფიკამ დაადასტურა - რამდენს გადაიხდის რეალი ჟოზესთვის?

News image

9 სთ წინ

VIDEO: Rip the Script - ნაიკის ახალი ვარსკვლავური რეკლამა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება