ფლორენტინო პერესმა ჟოზე მოურინიოს დაბრუნება და იბრაიმა კონატეს დამატება ოფიციალურად დაადასტურა.
ისინი მადრიდულ გრანდს იმ შემთხვევაში შეუერთდებიან, თუ 7 ივნისს პერესი რეალის საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს.
„თუ საპრეზიდენტო არჩევნებს მოვიგებ, კონატე რეალში გადმოვა. კონატე და მოურინიო - ჩემი პირველი შენაძენებია.
რეალის ფანები უნდა მენდონ. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მომდევნო სეზონში ახალი შენაძენების დამსახურებით, ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება. ვაპირებთ, რომ გუნდი ყველა პოზიციაზე გავაძლიეროთ, რათა ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ.
დავიმატებთ თუ არა რომელიმე ტოპ-ფეხბურთელს? თქვენ მიცნობთ. სანამ კლუბს მე ვმართავ, საუკეთესო ფეხბურთელები სულ ჩვენთან ითამაშებენ. რა თქმა უნდა, ახლებს მოვიყვან.
კონატე არ იქნება ერთადერთი მცველი, რომელიც ამ ზაფხულს რეალში გადმოვა, თუ მე საპრეზიდენტო არჩევნებს მოვიგებ.
ნიკო პასი? მასზე გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბთან ერთად მივიღებთ, მისი გამოსყიდვა შეგვიძლია.
რა თქმა უნდა, ვინისიუსი, მბაპე და ბელინგემი გუნდში დარჩებიან. მათ შეძენას მსოფლიოს ნებისმიერი კლუბი ისურვებდა და გვიხარია, რომ ჩვენთან თამაშობენ." - აღნიშნა რეალის მოქმედმა პრეზიდენტმა.