მან სიტი მადრიდის რეალის პრეზიდენტობის კანდიდატის, ენრიკე რიკელმეს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს განიხილავს.
გუშინ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რიკელმემ აღნიშნა, რომ რეალის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის კლუბში ჰალანდსა და როდრის გადმოიყვანს.
კლუბის ოფიციალური განცხადება:
„ესპანეთში გავრცელებული ცნობები ერლინგ ჰალანდის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
მსგავსი რამის მოხდენის არანაირი შანსი არ არსებობს. ამის განსახორციელებლად კონტრაქტში არანაირი პუნქტი არ დევს. ჩვენ სამართლებრივი ზომების მიღებას განვიხილავთ ამ კონტექსტში ჩვენი მოთამაშის იმიჯის გამოყენების გამო“.