რეალის პრეზიდენტობის კანდიდატი, ენრიკე რიკელმე, ერლინგ ჰალანდის შეძენის პირობას დებს.
თუ კვირას რეალის პრეზიდენტი გავხდები, როდრი და ერლინგ ჰალანდი მადრიდის რეალში ითამაშებენ.
ჰალანდს კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი აქვს და თუ პრეზიდენტად ამირჩევენ, ის რეალში ჩემთან ერთად მოვა.
თუ ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ჰალანდი და როდრი რეალში არ გადმოვლენ, რეალის 100 000-ვე წევრს წლიურ საწევროს გადავუხდი." - აღნიშნა რიკელმემ პირდაპირ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს მადრიდის რეალის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და 37 წლის ბიზნესმენი, ენრიკე რიკელმე მიიღებენ.
თავის მხრივ, პერესმა უკვე დაადასტურა, რომ მისი დარჩენის შემთხვევაში გუნდს ახალ სეზონში ჟოზე მოურინიო გაწვრთნის. ასევე, პერესმა დახურა დენზელ დუმფრისისა და იბრაიმა კონატეს ტრანსფერებიც.