მოურინიო რეალში ბრუნდება.
ფლორენტინო პერესმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეალში ჟოზეს დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა.
თუ 7 ივნისს სენსაცია არ მოხდა და არჩევნებს პერესი მოიგებს, განსაკუთრებული ბერნაბეუზე 13 წლის შემდეგ დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე რეალს 2010-2013 წლებში წვრთნიდა.
პერესის კონკურენტი ახალგაზრდა ბიზნესმენი ენრიკე რიკელმეა, რომელსაც უკვე დადასტურებული აქვს, რომ მოურინიო მის გეგმებში არ შედის და ის სხვა მწვრთნელს შეუთანხმდა.