• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ბელინგემი ლივერპულში? ტრანსფერის პირობები დასახელდა
ფეხბურთიფეხბურთი

ბელინგემი ლივერპულში? ტრანსფერის პირობები დასახელდა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლივერპულის ლეგენდამ, რობი ფაულერმა, GOAL-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯუდ ბელინგემის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინგლისელი ვარსკვლავის ტრანსფერი მერსისაიდულ კლუბში მომავალში სრულიად შესაძლებელია.


22 წლის ნახევარმცველი ამჟამად მადრიდის რეალის ღირსებას იცავს, თუმცა ესპანური ვოიაჟის დასრულების შემდეგ, მისი პრემიერლიგაში ხილვა რეალური გახდება.

ბელინგემმა ბირმინგემის აკადემიიდან მადრიდამდე შთამბეჭდავი გზა განვლო - ჯერ დორტმუნდის ბორუსიაში გაიბრწყინა, 2023 წელს კი ესპანურ გრანდს 103 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ოქროს ბურთის ნომინანტთა შორისაც დამკვიდრდა. ბოლო ორ სეზონში მიღებულმა ტრავმებმა მისი პროგრესი ოდნავ შეაფერხა, ნაკრებში კი მორგან როჯერსის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. მიუხედავად ამისა, ფაულერი მიიჩნევს, რომ პრემიერლიგაში დაბრუნება ჯუდისთვის დროის საკითხია:

როგორც ლივერპულის ფანს, ენფილდზე საუკეთესო მოთამაშეების ხილვა მინდა და ჯუდიც ერთ-ერთი მათგანია. ის ახლა მსოფლიოს უდიდეს კლუბში თამაშობს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლავე სურდეს წამოსვლა. თუმცა, 3, 4 ან 5 წელიწადში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ ის რეალში აღარ ითამაშებს, პრემიერლიგა მისთვის საუკეთესო ადგილი იქნება


სანამ სატრანსფერო ჭორები რეალობად იქცევა, ბელინგემი თომას ტუხელის ინგლისის ნაკრებთან ერთად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ფაულერმა ახალგაზრდა ვარსკვლავს ის კომპონენტიც დაუსახელა, სადაც თამაში სასწრაფოდ უნდა გააუმჯობესოს:

ჯუდი წარმოუდგენლად ნიჭიერია, თუმცა გარედან თუ შევხედავთ, მას თამაშში სტაბილურობა აკლია. როდესაც ნაკრების მწვრთნელს შენი წინ წასვლა უნდა, მას ასევე სჭირდება, რომ დაცვაში სწრაფად დაბრუნდე. ბელინგემი ხშირად სცოდავს იმით, რომ შეტევაში უფრო სწრაფად გარბის, ვიდრე უკან, დაცვაში ბრუნდება. აი, ამ დისციპლინის ნაკლებობა მის თამაშს ოდნავ აფერხებს


ბელინგემს მადრიდის რეალთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და ამჟამად მხოლოდ ერთ მიზანზეა კონცენტრირებული - დაეხმაროს ინგლისს ჩრდილოეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვებაში.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ლა ლიგა
ჯუდ ბელინგემი
ლივერპული
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

აიაქსი სებალიოსის შესაძენად ლიდერის პოზიციაზეა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

აიაქსი სებალიოსის შესაძენად ლიდერის პოზიციაზეა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალვარესის ტრანსფერი - ბარსა დაიბლოკა და გზა არსენალს გაეხსნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალვარესის ტრანსფერი - ბარსა დაიბლოკა და გზა არსენალს გაეხსნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალმა 2026/27 წლების სეზონის ახალი ფორმა წარადგინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალმა 2026/27 წლების სეზონის ახალი ფორმა წარადგინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ახალი ერა ლივერპულში - ირაოლამ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ახალი ერა ლივერპულში - ირაოლამ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

აიაქსი სებალიოსის შესაძენად ლიდერის პოზიციაზეა

News image

5 სთ წინ

ალვარესის ტრანსფერი - ბარსა დაიბლოკა და გზა არსენალს გაეხსნა

News image

5 სთ წინ

რეალმა 2026/27 წლების სეზონის ახალი ფორმა წარადგინა

News image

2 სთ წინ

ახალი ერა ლივერპულში - ირაოლამ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება