ლივერპულის ახალი მწვრთნელი ანდონი ირაოლა იქნება.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ესპანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.
ხელშეკრულება ძალაში 2028 წლის ივნისამდე იქნება.
სამწვრთნელო კარიერაში ანდონი ირაოლასთვის ლივერპული პირველი გრანდი იქნება, აქამდე მას რაიო ვალეკანოში და ბორნმუთში აქვს ნამუშევარი, რომელიც სეზონის ბოლოს დატოვა.