იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ალვარესის ტრანსფერი - ბარსა დაიბლოკა და გზა არსენალს გაეხსნა
ფეხბურთიფეხბურთი

ალვარესის ტრანსფერი - ბარსა დაიბლოკა და გზა არსენალს გაეხსნა

03 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელი, ხულიან ალვარესი, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, ლონდონის არსენალში გადავიდეს. არტეტას გუნდი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტად მას შემდეგ დასახელდა, რაც მადრიდულმა კლუბმა ბარსელონას ტრანსფერი დაბლოკა.

არსენალის მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა, მსოფლიო ჩემპიონის დიდი ხნის თაყვანისმცემელია და მისი შეძენა გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა მაშინ არჩევანი ვიქტორ გიოკერეშზე შეაჩერა. ახლა მეთოფეებს კიდევ ერთი შანსი ეძლევათ.

ლონდონელთა სასარგებლოდ მოქმედებს ის ფაქტიც, რომ მათი სპორტული დირექტორი, ანდრეა ბერტა, წარსულში სწორედ ატლეტიკოში მუშაობდა და თავის დროზე ალვარესის მანჩესტერ სიტიდან მადრიდში ტრანსფერს პირადად ხელმძღვანელობდა.

ბარსელონა კვლავ აქტიურად ინტერესდება არგენტინელით, თუმცა RAC1-ის ცნობით, კატალონიელთა პირველი 100-მილიონიანი წინადადება ატლეტიკომ უარყო. მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა გააღიზიანა მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციებმა, რის გამოც ისინი ბარსელონასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარს ამბობენ. ეს სიტუაცია არსენალს ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს, რომელიც უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს.

ატლეტიკო ალვარესის სანაცვლოდ 150 მილიონს ითხოვს. თუ ტრანსფერი ამ ფასად შედგა, ის ბრიტანული ფეხბურთის რეკორდს მოხსნის, რომელიც გასულ ზაფხულს ლივერპულის მიერ ალექსანდრ ისაკში გადახდილ 120 მილიონს ეკუთვნოდა. პარალელურად, კლუბის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ალვარესის იმედი მომავალ სეზონშიც აქვთ, თუმცა ესპანური AS-ის ინფორმაციით, ატლეტიკომ უკვე დაუწყო შემცვლელის ძებნა და გალათასარაიდან ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე პირველადი მოთხოვნა გააგზავნა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

არსენალი
არტეტა
ატლეტიკო
ბარსელონა
ლა ლიგა
პრემიერ ლიგა
ხულიან ალვარესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რეალში მანჩესტერიდან ჩუმად გაიქცა - კლუბი 16 წლის ფეხბურთელს უჩივის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალში მანჩესტერიდან ჩუმად გაიქცა - კლუბი 16 წლის ფეხბურთელს უჩივის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას პასუხი რეალს: სატრანსფერო ომი იწყება?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას პასუხი რეალს: სატრანსფერო ომი იწყება?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი ბელინგემის კონტრაქტზე აქტიურად მუშაობს - რა არის ჯუდის მოთხოვნები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი ბელინგემის კონტრაქტზე აქტიურად მუშაობს - რა არის ჯუდის მოთხოვნები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესის ზარი მიუნხენში - რაზე ისაუბრეს რეალისა და ბაიერნის პრეზიდენტებმა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესის ზარი მიუნხენში - რაზე ისაუბრეს რეალისა და ბაიერნის პრეზიდენტებმა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება