ლამინ იამალი საბაჰთან ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს.
ბარსელონას პრესსამსახურის ცნობით, ფეხბურთელს მარჯვენა კოჭის არეში დისკომფორტი აქვს და სიფრთხილის მიზნით აზერბაიჯანში არ გაემგზავრება.
კლუბის ინფორმაციით, იამალი კვირას ლა ლიგაში დეპორტივოსთან სათამაშოდ მზად იქნება.
ბარსელონა საბაჰს ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, 25 ნოემბერს, ბაქოში დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:45-ზე დაიწყება.