ლა ლიგის მე-13 ტურში ვილიარეალი სტუმრად ბარსელონასთან 2:3 დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ მე-7 წუთზე
2:0-ს იგებდა.
ინიგო პერესის გუნდს თამაში აერია, მეორე ტაიმის 10-წუთიან მონაკვეთში კი 3 უპასუხო გოლი გაუშვა.
მატჩის შემდეგ პერესს გიორგი მიქაუტაძის მოტივაციაზე ჰკითხეს იმ ფონზე, რომ ქართველმა თავდამსხმელმა ცოტა ხნის მომავალში ბარსელონაში თამაშის სურვილი გამოხატა.
ვილიარეალის მწვრთნელმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა:
ვფიქრობ, მას ჰქონდა მოტივაცია, ეთამაშა ვილიარეალისთვის და თავისი გუნდისთვის გამარჯვება მოეპოვებინა. მესმის, როგორი ტიპის კითხვებს უსვამთ ხოლმე ფეხბურთელებს, როგორ პასუხობენ ისინი და როგორ იღებს შემდეგ ეს პასუხები გაზვიადებულ მასშტაბებს, თუმცა მისი მოტივაცია საკუთარ გუნდზე იყო მიმართული. ჩემი აზრით, ის ისევე თამაშობდა, როგორც გუნდის დანარჩენები. უფრო საფუძვლიანი ანალიზისთვის მთლიანი მატჩის ნახვა მჭირდება.
მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის 13 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 შეხვედრაში კი მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე პასია.