დიეგო სიმეონე ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვების მქონე მწვრთნელი გახდა.
ატლეტიკომ მე-13 ტურში ხეტაფე 3:0 დაამარცხა და არგენტინელმა ჩემპიონატში 345-ე გამარჯვება იზეიმა.
სიმეონემ ლუის არაგონესის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც 756 მატჩში 344 მოგება ჰქონდა.
ატლეტიკოს თავკაცმა ახალ ნიშნულს 567 შეხვედრაში მიაღწია - მის ანგარიშზე ასევე 123 ფრე და 99 მარცხია.
სიმეონე მადრიდულ კლუბს 2011 წლიდან ხელმძღვანელობს და ესპანეთში სხვა გუნდი არ გაუწვრთნია.