მადრიდის რეალმა ოფიციალურად წარადგინა 2026/2027 წლების სეზონის ახალი საშინაო ფორმა, რომელიც კლუბის ისტორიული სიდიადისა და ელეგანტურობის გამოძახილია.
ახალი დიზაინი ერთგული რჩება მადრიდელთა ტრადიციული თეთრი ფერისა, თუმცა მასზე ჩნდება თანამედროვე და ახალი შტრიხები მუქი მწვანე და ვარდისფერი ტონების სახით.
წლევანდელი კომპლექტის მთავარი სიახლე მაისურის ტექსტურაა. მასზე დატანილი ვიზუალური ელემენტები სამეფო გვირგვინის მარგალიტებისა და ალმასებისგანაა შთაგონებული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბლანკოსის იმპერიულ სტატუსს მსოფლიო ფეხბურთში.

ახალი ეკიპირება უკვე ხელმისაწვდომია ოფიციალურ მაღაზიებში, სადაც გულშემატკივრების მხრიდან განსაკუთრებულ აქტიურობასა და გაყიდვების მორიგ ბუმს ელოდებიან.
სოციალურ ქსელებსა და კომენტარებში გულშემატკივრების აზრი, როგორც ყოველთვის, გაიყო - ნაწილი ცვლილებას უარყოფითად შეხვდა, თუმცა ზოგიერთი მათგანი კმაყოფილია, რომ დიზაინერებმა ამჯერად მაინც თქვეს უარი მაისურზე შავი ზოლების გამოყენებაზე.