ფლორენტინო პერესის კონკურენტი ოქროს ბურთის გამარჯვებულის მოყვანის პირობას დებს.
ენრიკე რიკელმემ ოფიციალურად განაცხადა, რომ თუ 7 ივნისს მადრიდის რეალის პრეზიდენტად აირჩევენ, ის სიტიდან როდრის მოიყვანს.
თუ რეალის პრეზიდენტი გავხდები, როდრი რეალში გადმოვა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
გარდა ამისა, რიკელმე გამოეხმაურა ჟოზე მოურინიოს კანდიდატურასაც, რომელსაც პერესი გამარჯვების შემთხვევაში კლუბში ოფიციალურად აბრუნებს.
ის დიდებული მწვრთნელია, თუმცა ჩვენს პროექტს არ შეეფერება. მე სხვა მწვრთნელი მყავს - ის, ვისი რეალში ხილვაც ყველა რეალის ფანს სურს.