ნაპოლიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მანჩესტერ იუნაიტედიდან თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნდი გამოისყიდა.
იტალიურმა გუნდმა მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა, რამაც 23 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული გამოსყიდვის პუნქტი ავტომატურად გაააქტიურა.
ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინებოდა, რომ ნეაპოლელები დანიელის სანაცვლოდ 44 მილიონ ევროს გადაიხდიან, კიდევ 6 მილიონი ევრო კი კლუბმა გასულ აგვისტოში, იჯარის სანაცვლოდ გადარიცხა.
„ნაპოლი ადასტურებს, რომ მანჩესტერ იუნაიტედიდან რასმუს ჰოილუნდის გამოსყიდვისთვის საჭირო ყველა პირობა შესრულებულია.
13 სექტემბერს, 19-ნომრიანმა მაისურით მოასპარეზე მოთამაშემ ფიორენტინასთან სადებიუტო შეხვედრაში (3:1), „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე, თავისი პირველი გოლი გაიტანა. მან ნაპოლის შემადგენლობაში 44 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.
მან ასევე თავისი წვლილი შეიტანა იტალიის სუპერთასის მოგებაში, სადაც ნახევარფინალურ შეხვედრაში მილანის კარში გოლი გაიტანა. გილოცავთ, რასმუს!“ - ნათქვამია ნაპოლის განცხადებაში.