ლივერპულის ყოფილი მცველი, იბრაიმა კონატე, კარიერას დიდი ალბათობით მადრიდის რეალში გააგრძელებს.
როგორც ავტორიტეტული წყაროები იტყობინებიან, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა რეალთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, კონატე რეალთან 4+1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
იმისათვის, რომ ეს ტრანსფერი შედგეს, 7 ივნისს მადრიდის რეალის პრეზიდენტად ფლორენტინო პერესი უნდა აირჩიონ.
შეგახსენებთ, რომ კონატემ ლივერპული სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, რადგან კლუბს ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა.