სერბი იუვენტუსს ტოვებს.
დუშან ვლაჰოვიჩი მიმდინარე ზაფხულს იუვენტუსს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ინფორმაციას კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.
იუვენტუსის დირექტორი, ჯორჯო კიელინი: „გულდაწყვეტილი ვარ, მინდოდა, რომ დუშანი დარჩენილიყო, რადგან მას უყვარს ჩვენი კლუბი... თუმცა, მას უფრო მაღალი ხელფასი სურს“.
„ამჟამინდელი სახელფასო პირობებით, ის იტალიაში არ დარჩება“.
ნებისმიერ მსურველ კლუბს სერბი თავდამსხმელის დამატება უფასოდ შეეძლება.