მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
22 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მილანი სტეფანო პიოლის წასვლის შემდეგ ინტერთან აღარ აგებს.
გუშინდელ მატჩში როსონერი მეზობელ გუნდთან მინიმალურად იგებდა, თუმცა გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთებზე გაუშვა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
6 იანვარს გუნდები ერთმანეთს იტალიის სუპერთასის ფინალში დაუპირისპირდნენ და იქ მილანმა 0:2-დან 3:2 მოგება შეძლო.
კიდევ ერთი გამარჯვება შავ-წითლებმა პრინციპულ მეტოქესთან 22 სექტემბერს, პაულო ფონსეკას ხელმძღვანელობით მოიპოვეს - 2:1.
იქამდე, მილანს ზედიზედ ექვსი დერბი ჰქონდა წაგებული, რაც ისტორიული ანტირეკორდის გამეორება იყო. ექვსივე ამ მატჩში მილანს სტეფანო პიოლი წვრთნიდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები