-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ში დასარჩენად მეცმა პლეიოფში უნდა ითამაშოს.
მეტოქე ლიგა 2-ის სამ გუნდს შორის უნდა გარკვეულიყო. კანდიდატები პარიზი, როდეზი და სენტ ეტიენი იყვნენ, გამარჯვებული კი ეს უკანასკნელი გამოვიდა.
საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონმა როდეზს 2-0 მოუგო და უმაღლეს დივიზიონში დასაბრუნებლად სწორედ მეცს დაუპირისპირდება.
თავის მხრივ მეცი ლიგა 1-ში დარჩენას შეეცდება, გუნდის მთავარი იმედი კი, რა თქმა უნდა, გიორგი მიქაუტაძეა, რომელმაც ლიგა 1-ის სეზონი 20 შეხვედრაში გატანილი 13 გოლითა და შესრულებული 4 საგოლე გადაცემით დაასრულა.
გუნდებს შორის 2-მატჩიანი დაპირისპირება გაიმართება. მატჩები 30 მაისსა და 2 ივნისს ჩატარდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები