• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ფლიკმა ბარსელონას განაცხადში ორი ცვლილება შეიტანა
ფეხბურთიფეხბურთი

ფლიკმა ბარსელონას განაცხადში ორი ცვლილება შეიტანა

08 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჰანს ფლიკმა, ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩისთვის შემადგენლობაში ორი ცვლილება შეიტანა.


ბარსელონა ატლეტიკოს წინააღმდეგ კამპ ნოუზე გასამართ შეხვედრას ამაღლებული განწყობით ხვდება, რადგან გასულ შაბათს მადრიდელები მათსავე მოედანზე, ლა ლიგის ეგიდით, 2:1 დაამარცხეს.

გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, განაცხადში მესამე მეკარის პოზიციაზე ინიაკი პენიას ნაცვლად დიეგო კოჩენი მოხვდა, ასევე გუნდს შეუერთდა მცველი ალვარო კორტესი.

მეორე მხრივ, ფრენკი დე იონგი, რაფინია, ბერნალი და კრისტენსენი შეხვედრას გამოტოვებენ. მათი არყოფნა წინასწარ იყო ცნობილი. მიუხედავად დანაკლისისა, ფლიკს კარგი არჩევანი აქვს, განსაკუთრებით ჟიულ კუნდესა და ალეხანდრო ბალდეს დაბრუნების შემდეგ.

ფრანგ მცველს, როგორც ჩანს, ადგილი გარანტირებული აქვს მარჯვენა ფლანგზე, ხოლო მარცხენა მხარეს მოსახვედრად ჟოაუ კანსელუ და ბალდე იბრძვიან. პორტუგალიელი ატლეტიკოს წინააღმდეგ ლიგაში ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ კარგ ფორმაშია, ბალდე კი გერმანელი მწვრთნელის მუდმივი ნდობით სარგებლობს.

რონალდ არაუხო სრულ მზადყოფნაშია, თუმცა მისი ძირითადში დაბრუნება რთული იქნება კუნდეს კარგი ფორმისა და კუბარსი-მარტინის სტაბილური წყვილის გათვალისწინებით.

ყველაზე დიდი ბრძოლა ნახევარდაცვაშია მოსალოდნელი. შესაძლოა, ფლიკმა ერიკ გარსიას, პედრისა და ფერმინის ტრიო დააყენოს, რათა ატლეტიკოს მძლავრ ცენტრს გაუმკლავდეს, რომელსაც კოკე და მარკოს ლიორენტე მეთაურობენ (ამ უკანასკნელმა წინა მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა).

შეტევაში რობერტ ლევანდოვსკი კვლავ ლიდერი იქნება, მას კი მხარს ლამინ იამალი და მარკუს რაშფორდი დაუჭერენ. რაშფორდმა მადრიდში რაფინია შეცვალა და გოლის გატანაც მოახერხა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ატლეტიკო
ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა
ჰანსი ფლიკი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: სკანდალი თამაშამდე - პოლიციის ძალადობა ბარსას ფანის მიმართ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

 VIDEO: სკანდალი თამაშამდე - პოლიციის ძალადობა ბარსას ფანის მიმართ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნოიერმა საოცარი რეკორდი დაამყარა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნოიერმა საოცარი რეკორდი დაამყარა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არც არსენალი და არც ბარსელონა - ალვარესისთვის მესამე კლუბი იბრძვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არც არსენალი და არც ბარსელონა - ალვარესისთვის მესამე კლუბი იბრძვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ციფრები: რაფინია ლა ლიგაში პენალტების მეფეა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ციფრები: რაფინია ლა ლიგაში პენალტების მეფეა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

14 სთ წინ

VIDEO: სკანდალი თამაშამდე - პოლიციის ძალადობა ბარსას ფანის მიმართ

News image

14 სთ წინ

ნოიერმა საოცარი რეკორდი დაამყარა

News image

9 სთ წინ

არც არსენალი და არც ბარსელონა - ალვარესისთვის მესამე კლუბი იბრძვის

News image

9 სთ წინ

ციფრები: რაფინია ლა ლიგაში პენალტების მეფეა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება