პორტუგალიისა და ნიგერიის მატჩზე გულშემატკივარი გარდაიცვალა.
პორტუგალიისა და ნიგერიის ამხანაგური მატჩის დროს, ტრიბუნაზე გულშემატკივარი გარდაიცვალა. შეხვედრა ოთხშაბათს, ლეირიაში გაიმართა და პორტუგალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, „მაგალიაინშ პესოას“ სტადიონზე 77 წლის მამაკაცს გულის შეტევა დაემართა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და კლინიკაში გარდაიცვალა.