1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრიტანული კომპანია Panmure Liberum-ის წამყვანმა ანალიტიკოსმა, იოახიმ კლემენტმა, ჯერ კიდევ 2014 წელს შეიმუშავა უნიკალური ეკონომეტრიკული მოდელი მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულების გამოსავლენად. მისი შედეგი აქემდე 100%-ით ზუსტია: მოდელმა უშეცდომოდ იწინასწარმეტყველა გერმანიის (2014), საფრანგეთისა (2018) და არგენტინის (2022) ტრიუმფი.
2026 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში იმართება, კლემენტის მოდელმა აბსოლუტურად მოულოდნელი და სენსაციური შედეგი დააფიქსირა.
მოდელი ეყრდნობა ნოტინჰემის უნივერსიტეტის მკვლევართა მიდგომას, რომელიც აერთიანებს სოციალურ-ეკონომიკურ და კლიმატურ ცვლადებს:
1. მშპ ერთ სულ მოსახლეზე - მდიდარ ქვეყნებს რესურსი აქვთ ინფრასტრუქტურისა და აკადემიებისთვის, თუმცა ზედმეტად მაღალი შემოსავლისას ეფექტი მცირდება, რადგან ბავშვები სხვა გასართობებს ან ვიდეო თამაშებს ირჩევენ. ფეხბურთი ძირითადად მაინც მუშათა და საშუალო კლასის თამაშად რჩება.
2. მოსახლეობის რაოდენობა - დიდი ქვეყანა ნიშნავს დიდ ნიჭიერების აუზს, თუმცა, ეს მუშაობს მხოლოდ იქ, სადაც ფეხბურთი რელიგიადაა ქცეული (მაგალითად, ლათინურ ამერიკაში) და არა ჩინეთსა თუ ინდოეთში.
3. ტემპერატურა - იდეალური წლიური ტემპერატურა ფეხბურთისთვის 14°C-ია (დამახასიათებელი სამხრეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკისთვის).
4. მასპინძლის ფაქტორი და FIFA-ს რეიტინგი - ფანების მხარდაჭერა და გუნდის მიმდინარე სიძლიერე მოდელის მნიშვნელოვანი კომპონენტებია.
ეს ცვლადები საფეხბურთო წარმატების 55%-ს ხსნიან, ხოლო დარჩენილი 45% წმინდა წყლის იღბალზე მოდის.
2026 წლის გაფართოებული ფორმატი (48 გუნდი და დამატებითი 1/16 ფინალური ეტაპი) იღბლის ფაქტორს კიდევ უფრო ზრდის. მოდელის მიხედვით, ჯგუფური ეტაპი ფავორიტების უმრავლესობისთვის მარტივად ჩაივლის (მაგალითად, ესპანეთისა და ბრაზილიის გასვლის შანსი 99%-ია).
რისერჩის მიხედვით, 1/16 ფინალში იაპონიის ნაკრები ტურნირიდან ბრაზილიას გამოაგდებს. იაპონელები, რომელთაც ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმა აქვთ (მათ შორის 2025 წლის ბოლოს ამხანაგურში ბრაზილიის 3:2 დამარცხება), სრულ შოკში ჩააგდებენ საფეხბურთო სამყაროს.
ორივე გუნდი იგებს თავის ჯგუფს, რაც ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს უკვე 1/8 ფინალში შეხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ისტორიულად მრისხანე ძალაა, დღევანდელი საფრანგეთი (მბაპეს, დემბელესა და კანტეს წინამძღოლობით) გაცილებით ძლიერი კოლექტივია და გერმანელებს სახლში გაუშვებს.
ინგლისი თომას ტუხელის მეთაურობითა და ჰარი კეინის დაბრუნებით შურს იძიებს იაპონიაზე და მიდის ნახევარფინალში.
პორტუგალია ტურნირიდან აგდებს მესისა და მის არგენტინას.
საფრანგეთი მოულოდნელად, საკუთარი ავტოგოლის წყალობით, 1:0 აგებს ნიდერლანდებთან.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად, ოთხივე ნახევარფინალისტი ევროპული გუნდია: ნიდერლანდები, ესპანეთი, ინგლისი და პორტუგალია.
აქ ფავორიტი ესპანეთი პენალტების სერიაში დრამატულად აგებს ნიდერლანდებთან, ხოლო პორტუგალია ტუხელის ინგლისს ამარცხებს.
ფინალში ერთმანეთს უპირისპირდებიან გუნდები, რომელთაც მსოფლიო თასი ისტორიაში არასდროს მოუგიათ: ნიდერლანდები პორტუგალიის წინააღმდეგ. ბუკმეიკერები და Polymarket-ის პროგნოზები მათ გამარჯვებას დაბალ შანსებს აძლევდნენ (პორტუგალია - 7%, ნიდერლანდები - 3%).
მოდელის პროგნოზით, ფინალი არ იქნება უხვგოლიანი და სანახაობრივი, რადგან ორივე გუნდი მაქსიმალურად შეეცდება შეცდომების თავიდან აცილებას.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი ანგარიშის მიხედვით ნიდერლანდები გახდება!

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები

