-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 21-ე ტურში ვესტ ჰემმა ფულემის წინააღმდეგ გამარჯვება მოიპოვა.
აღნიშნულ შეხვედრაში პრემიერ ლიგაში ვესტ ჰემის სათავეში გრემ პოტერის დებიუტი შედგა და მისმა გუნდმა მატჩის 3:2 მოგება შეძლო.
31-ე და 33-ე წუთებზე სოლერის და სოუჩეკის გოლებით ჩაქუჩები ორი ბურთით დაწინაურდნენ. 51-ზე ივობიმ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა 67-ზე ლუკას პაკეტამ კვლავ შეძლო ორბურთიანი უპირატესობის აღდგენა.
78-ე წუთზე ივობიმ დუბლი მიითვალა და მასპინძლებს დაძაბული ბოლო წუთები გადაატანინა, თუმცა პოტერის გუნდმა უპირატესობა შეინარჩუნა და სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
ვესტ ჰემი 26 ქულით მე-12 ადგილზე გადავიდა, ფულემი კი სამი მატჩია ვერ იგებს და 30 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები