ნაიკმა და ტრევის სკოტმა ოფიციალურად წარადგინეს შეზღუდული გამოშვების ბუცები - Nike Phantom x Cactus Jack, რაც ამერიკელი რეპერისთვის სპორტული ფეხსაცმლის ინდუსტრიაში პირველი სერიოზული ნაბიჯია.
პროექტი, რომელიც დიდი ხანია მზადდებოდა, ბუცების დიზაინში აერთიანებს უნიკალურ ესთეტიკასა და მაღალი დონის სათამაშო ტექნოლოგიებს.

ბუცების ვიზუალური მხარე გამოირჩევა გაბედული ფერთა გამით - ძირითადი ნაწილი შესრულებულია მწვანე და ყავისფერ ტონებში, რაც ბუნებრივ, მიწისფერი ელემენტებს ქმნის, ხოლო ოქროსფერი აქცენტები ფეხსაცმელს ფუფუნების ელფერს სძენს. ქუსლის არეში გამოყენებულია ტექსტურული, ქვეწარმავლის კანის მსგავსი დიზაინი, რომელიც 2025 წლის ბოლოს გამოშვებულ Kobe Black Mamba Phantom-ის მოდელს ეხმიანება.

ბრენდინგი მინიმალისტური და შთამბეჭდავია: Cactus Jack-ის წარწერა ფეხსაცმლის შიდა მხარესაა დატანილი, ხოლო სკოტის საფირმო სახის ლოგო ქუსლზეა განთავსებული.

მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის მხოლოდ მოდური აქსესუარი. ბუცები შექმნილია უმაღლესი დონის ფეხბურთისთვის. სპორტულ სამყაროში ამ მოდელის მიმართ ინტერესი მაღალია, რადგან ის უკვე გამოჩნდა ერლინგ ჰალანდისა და მექსიკელი ფეხბურთელის, ალექსის ვეგას ფეხებზე.


მოდელი გაყიდვაში 29 ივნისიდან ჩაეშვა და, Nike-ის წარმომადგენლების თქმით, ეს არის ტრევის სკოტის მიერ ქუჩის კულტურის მოედანზე გადატანის ყველაზე მკაფიო მაგალითი.