სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიგა 1-ს მე-9 ტურში ფრანგული ლე კლასიკი შედგა - მარსელმა საკუთარ მოედანზე პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლა.
მოსალოდნელი ბრძოლა არ შედგა - ლუის ენრიკეს გუნდმა მეტოქე 3:0 გაანადგურა.
მე-7 წუთზე ჟოაო ნევეშმა პარიზული კლუბი დააწინაურა. 20-ზე ოლიმპიკის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, როცა ამინე ჰარიტმა პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო და დე ძერბის გუნდი კაცნაკლული დატოვა.
რიცხობრივი უპირატესობით პსჟ-მ მალევე ისარგებლა და ჯერ ბალერის ავტოგოლით სხვაობა ორამდე გაზარდა, ტაიმის მიწურულს კი ბარკოლამ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა და პსჟ-მ საქმე მშვიდ გამარჯვებამდე მიიყვანა, რის ხარჯზეც 23 ქულა დააგროვა და ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში. უახლოეს მდევარ მონაკოს 3 ქულით ნაკლები აქვს, მარსელი კი 17 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები