კრივის მსოფლიო ჩემპიონმა, ალექსანდრ უსიკმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ამბიცია უკრაინის პრეზიდენტობასთან დაკავშირებით.
ბლოგერ ანდრეი ბედნიაკოვთან ინტერვიუში მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„კიდევ რამდენიმე წელი ვგეგმავ კრივს. შემდეგ კი მსურს ქვეყნისთვის ვიმუშაო.
კონოტოპის მერად? არა, პრეზიდენტზე დაბალ პოზიციაზე არ წავალ“, — განაცხადა უსიკმა.
აღსანიშნავია, რომ სპორტსმენის პოზიცია დროთა განმავლობაში იცვლებოდა: ერთი წლის წინ ის ამბობდა, რომ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავდა, თუმცა 2023 წელსაც ჰქონდა გაკეთებული მსგავსი განცხადება, რომ კარიერის დასრულების შემდეგ პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს.