მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
05 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში პარი სენ-ჟერმენმა პარკ დე პრენსზე ანჟერი მიიღო. ლუის ენრიკეს გუნდს ჩემპიონობისთვის მინიმუმ ფრე სჭირდებოდა.
პარიზელებმა შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. თამაშის ერთადერთი გოლი დეზირე დუემ ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასის შემდეგ გაიტანა.
ამ მოგებით პსჟ ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გახდა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი პარიზში პირველი ტიტული მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკეს გუნდს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მარცხი არ აქვს - 23 მოგება, 5 ფრე, 80 გატანილი გოლი და 26 გაშვებული გოლი.
პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონი ისტორიაში მეცამეტედ გახდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები