მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ პარიზული გუნდის ლიგა 1-ში გაჩემპიონების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ საოცრად ამაყები ვართ, რომ ლიგა 1-ის ჩემპიონები გავხდით, ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი ლიგის და დამატებით განსაკუთრებულია, რომ ტიტული აქამდე დაუმარცხებლად მოვიგეთ.
ვულოცავ ყველა მოთამაშეს, ჩვენს მწვრთნელ ლუის ენრიკეს, ჩვენს სპორტულ მრჩეველ ლუის კამპოსს და მთლიან სტაფს, რომელთაც საოცარი საქმე გააკეთეს. ეს დიდებული მომენტია ჩვენი გულშემატკივრებისთვის საფრანგეთსა და საზღვარგარეთ - ასევე ქალაქ პარიზისთვის.
საფეხბურთო სამყაროში ყველამ ნახა და დააფასა პარი სენ-ჟერმენის გუნდის განვითარება ახალ ეპოქაში - ჩვენი ფილოსოფია კოლექტივზეა დაფუძნებული. პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი გუნდია და ეს ვარსკვლავი ბრწყინვალედ კაშკაშებს.
ამ მომენტს როგორც ოჯახი შევხვდებით ჩვენს საოცარ გულშემატკივრებთან ერთად. სეზონი ჯერ არ დასრულებულა, უნდა გავაგრძელოთ ბევრი შრომა და კონცენტრირება მატჩიდან მატჩამდე. უნდა ვიბრძოლოთ ყველაფრისთვის ყველა ტურნირზე სეზონის ბოლო მომენტამდე." - განაცხადა ალ ხელაიფიმ.
პსჟ ლიგა 1-ის ჩემპიონია - კვარაცხელიას პირველი პარიზული ტიტული
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები