უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ასტონ ვილას 3-1 დამარცხების შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია CBS Sports-ს ჩაერთო და ლეგენდარულ პიტერ შმეიხელთან გაისაუბრა.
"ახლა ბევრი ადამიანის თვალში თქვენ და ბარსელონა ხართ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტები. გჯერათ გასახდელში, რომ წელს ამის გაკეთება შეგიძლიათ?" - ჰკითხა დანიელმა ქართველს.
"ვფიქრობ, ცხოვრებასა და ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ უბრალოდ მომავალ თამაშებზე ვართ კონცენტრირებული.
რა თქმა უნდა, ჩვენი ოცნებაა ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ თავმდაბლები უნდა დავრჩეთ და ჩვენი საქმე გავაკეთოთ, ვენდოთ მწვრთნელს და მაქსიმუმი გავიღოთ მოედანზე." - განაცხადა ხვიჩამ.
შმეიხელმა კვარაცხელიას ნაპოლიდან პარი სენ-ჟერმენში გადასვლის შესახებაც ჰკითხა.
"ეს რთული იყო, რადგან მიყვარდა ქალაქი, ხალხი, გულშემატკივრები, გუნდი, მოთამაშეები, მწვრთნელები. იქ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს ფეხბურთია და ზოგჯერ საჭიროა, რომ შემდეგი ნაბიჯი გადადგა მომავლისთვის.
ახლა ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ამ ბიჭებთან ერთად ვთამაშობ." - თქვა კვარამ CBS-ის ეთერში.
ხვიჩა კვარაცხელია ასტონ ვილასთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა!