VIDEO: საკასთან კონფლიქტის გამო კარვახალს 4 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება
17 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
რეალის მცველს, დანი კარვახალს, ბუკაიო საკასთან მცირე კონფლიქტი მოუვიდა.
არსენალთან საპასუხო მატჩის შესვენებაზე, რომელსაც კარვახალი ოქტომბრის ბოლოს მიღებული ტრავმის გამო ტოვებდა, ესპანელ მცველს საკასთან გასახდელის შესასვლელთან შელაპარაკება მოუვიდა, რომლის დროსაც დანიმ ინგლისელს კისერზე ხელი წაუჭირა.
AS-ის ინფორმაციით, კარვახალი საკას პენალტით დარჩა უკმაყოფილო, რომელმაც კურტუას კარში პანენკას სტილში მოისურვა გატანა, თუმცა კურტუა მიუხვდა და აჯობა.
იმ შემთხვევაში, თუ არბიტრმა ფრანსუა ლეტესიემ აღნიშნული ეპიზოდი მატჩის პროტოკოლში შეიტანა, უეფამ კარვახალს შესაძლოა 4 მატჩამდე დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ (ერთი მატჩი ტექნიკურ ზონაში შეჭრისთვის და სამი - მატჩის სხვა მონაწილეზე თავდასხმის გამო).