ბარსელონას კარში ჰეთ-ტრიკის გამტანი სერუ გირასი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
სამმა გოლმა დორტმუნდს ბარსელონასთან საშინაო გამარჯვება (3:1) მოუტანა, თუმცა კატალონიურმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში 5:3 მაინც მოიგო.
მეორე ადგილზე არსენალის ნახევარმცველი დეკლან რაისი გავიდა, რომელმაც რეალთან მეორე მატჩის მოგებაშიც (2:1) დიდი წვლილი შეიტანა.
მესამე ინტერის ფორვარდს ლაუტარო მარტინესს ერგო, რომელმაც ბაიერნის კარი აიღო (2:2) და თავის გუნდს 1/2 ფინალში გასვლაში დაეხმარა.
მეოთხე ადგილზე კი კვირის საუკეთესოებში უსმან დემბელე გავიდა, რომელმაც ასტონ ვილასთან წაგებულ (2:3) მატჩში საგოლე გადაცემა მიითვალა.