ვინისიუსმა რეალის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე გააკეთა კომენტარი.
ორი მატჩის ჯამში მადრიდული კლუბი არსენალთან 1:5 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
„რეალი ყოველთვის ბრუნდება! მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის. სეზონის ბოლომდე ერთიანები უნდა ვიყოთ, რადგან ტიტულების მოგება ჯერ კიდევ შეგვიძლია.
სიკვდილამდე ამ გუნდთან და ამ კლუბთან ერთად ვიქნები. დიდება მადრიდს.
არსენალს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ." - წერს ბრაზილიელი ვინგერი.