როდრიგომ რეალის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე გააკეთა კომენტარი.
მადრიდული კლუბი არსენალთან ორი მატჩის ჯამში 1:5 დამარცხდა.
„შორს არის იმისგან, რაც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ამით ყველაფერი არ სრულდება. მადლობა, რომ ჩვენს გვერდით ხართ, გულშემატკივრებო.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დარჩენილი ტურნირები მოვიგოთ. დიდება მადრიდს და მეტი არაფერი." - წერს როდრიგო სოციალურ ქსელში.