ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში პსჟ-მ შინ ასტონ ვილა დაამარცხა.
შეხვედრა პარკ დე პრენსზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
პსჟ-ს შეტევების მიუხედავად, დაწინაურება ინგლისელებმა შეძლეს - 35-ე წუთზე როჯერსმა დონარუმას კარი აიღო და თავისი გუნდი დააწიმაურა.
თუმცა, 39-ზე დეზირე დუემ ულამაზესი დარტყმით შეარხია ემილიანო მარტინესის კარი და ტაიმი ფრედ დასრულდა.
მეორე ნახევრის სტარტზევე ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი რეიდის და მარცხენათი უძლიერესი დარტყმით ვილას კარი მეორედ აიღო და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.
წერტილი კი მატჩის მიწურულს, ნუნო მენდეშმა დასვა, რომელმაც უსმან დემბელეს პასით ისარგებლა, ემილიანო მოატყუა და ცარიელ კარში შეაგდო.
საპასუხო მატჩის წინ, რომელიც 15 აპრილს ვილა პარკზე გაიმართება, პსჟ-მ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.
0-1 როჯერსი 35'
1-1 დუე 39'
2-1 კვარაცხელია 49'
3-1 მენდეში 90+2'