პარი სენ-ჟერმენმა ინტერი ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგა ინტერთან 5:0 გამარჯვებით მოიპოვა.
აქამდე, 5-ბურთიანი სხვაობით ჩემპიონთა ლიგის ფინალი არცერთ გუნდს არ ჰქონია მოგებული.
ყველაზე დიდი სხვაობა 1994 წელს იყო დაფიქსირებული, როცა მილანმა ფინალური მატჩი ბარსელონას 4:0 მოუგო.