პარი სენ-ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ინტერ მაიამი გაანადგურა და საკლუბო მუნდიალის 1/4 ფინალში გავიდა.
პსჟ-მ ინტერ მაიამის შანსი არ დაუტოვა და საკლუბო მუნდიალის 1/4 ფინალში დამაჯერებლად გავიდა
ქართველმა ვარსკვლავმა სრული მატჩი ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ საგოლე ქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია, გამოცემა SofaScore-სგან საშუალოზე მაღალი, 7.1 შეფასება დაიმსახურა.
კვარას ორი წარმატებული დრიბლინგი, 2 დარტყმა, 96% პასების სიზუსტე და 12-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა დაუგროვდა.
ამ გამარჯვებით (4:0) პსჟ-მ 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა და ფლამენგო - ბაიერნს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.