მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8 ფინალში პარი სენ-ჟერმენმა ინტერ მაიამი გაანადგურა.
შეხვედრა ატლანტაში მერსედეს ბენც სტედიუმზე გაიმართა და პარიზელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
ოთხივე გოლი პსჟ-მ პირველივე ტაიმში გაიტანა - დუბლი რუბენ ნევეშმა მიითვალა, ერთი გოლი აშრაფ ჰაკიმიმ შეაგდო, ერთი კი ფლორიდელებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს.
მეორე ტაიმში პარიზელები ეკონომ რეჟიმზე გადავიდნენ, რის გამოც მაიამის რამდენიმე შანსი შეექმნა, თუმცა დონარუმამ კარის მშრალად შენახვა მაინც მოახერხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, თუმცა საგოლე ქმედებებით თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.
პსჟ ტურნირის 1/4 ფინალში ფლამენგო - ბაიერნის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.