საფრანგეთის ლიგა 1 ოფიციალურად დასრულდა.
წინა ტურში გაჩემპიონებულმა პსჟ-მ სეზონის ბოლო მატჩი პარიზთან 1:2 დათმო. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 58 წუთი გაატარა და შემდეგ ადგილი მაიულუს დაუთმო, იმ დროს, როცა გუნდი ჯერ 1:0-ს იგებდა.
საბოლოოდ, ლიგა 1-ის სრული შედეგები ასე გამოიყურება:
ჩემპიონი: პსჟ
ჩემპიონთა ლიგის საგზური: პსჟ, ლანსი, ლილი, ლიონი (კვალიფიკაცია)
ევროპა ლიგის საგზური: მარსელი
კონფერენს ლიგის საგზური: რენი
გავარდნენ: მეცი, ნანტი
პლეი-ოფს ითამაშებს: ნიცა
საუკეთესო ბომბარდირი: ესტებან ლეპოლი (რენი) - 21 გოლი
ხვიჩა კვარაცხელიას პირადი სტატისტიკა: 8 გოლი, 4 საგოლე პასი