ოთხშაბათს, ლიგა 1-ის 26-ე ტურის გადადებულ მატჩში, პსჟ პარიზში ნანტს დაუპირისპირდა. '
პარიზელების გამარჯვების შემდეგ (3:0), ნანტის 35 წლის მეკარემ და კაპიტანმა, ენტონი ლოპესმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა:
იმედგაცრუებას გვრძნობ. აქ მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ გართულდა, რაც მე-10 წუთზე აშკარა ხელით თამაშის გამო პენალტი დაინიშნა. იმ მომენტიდან ჩვენი გეგმა ჩაიშალა. ვფიქრობ, გოლის გატანას მაინც ვიმსახურებდით. ყველაფერი სულ რამდენიმე მილიმეტრმა გადაწყვიტა.
ჩემს ბუნებაში არ ჯდება ფარ-ხმლის დაყრა, სანამ ქულების აღების შანსი არსებობს და მათემატიკურად ყველაფერი შესაძლებელია. იმ დღეს, როცა ეს შეუძლებელი გახდება, თავად გეტყვით და ეს იქნება დასასრული.
კითხვაზე "ირონიულად საუბრობთ ხელით თამაშზე? რთულია გაუქმებულ გოლთან შეგუება?" კაპიტანმა უპასუხა:
დიახ, რთულია. VAR არსებობს და ყველაფერს უმცირესი დეტალები წყვეტს, განსაკუთრებით ჩვენი გოლის ეპიზოდში. ახლა ეს ინსტრუმენტი უკვე თამაშის ნაწილია და მასთან გამკლავება გვიწევს. ნამდვილად გვეგონა, რომ ანგარიში გავათანაბრეთ და კარგ თამაშს ვაგრძელებდით, თუმცა ასე არ მოხდა. ამის შემდეგ ფსიქოლოგიურად ძალების აღდგენა ადვილი არ იყო. მატჩის გადადება? ამაზე მე არ უნდა ვისაუბრო, პრეზიდენტს ჰკითხეთ და ის მეტს გეტყვით.