გამოცემა WhoScored-მა ბრესტი - პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური პირველი მატჩის სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა.
თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე თავის სადებიუტო მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.
პსჟ-ს სავარაუდო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
დონარუმა - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ფაბიან რუისი, ვიტინია, ნევეში - ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.
ლუის ენრიკე სგუნდს ტრავმის გამო იბრაჰიმ მბაიე და უორენ ზაირ ემერი ვერ დაეხმარებიან.