ბუკაიო საკამ მიანიშნა, თუ ვისთან ისურვებდა არსენალი ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაპირისპირებას.
სამშაბათს ემირეიტსზე გამართულ მატჩში საკამ ერთადერთი გოლი გაიტანა, რითაც ატლეტიკო დაამარცხეს და არსენალმა ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური. მაისის ბოლოს ბუდაპეშტში გასამართ გადამწყვეტ შეხვედრაში არსენალის მეტოქე ბაიერნსა და პსჟ-ს შორის გამარჯვებული იქნება. ამჟამად პსჟ მცირე უპირატესობას ფლობს პირველი მატჩის შემდეგ, რომელიც პარიზში მათი გამარჯვებით, 5:4 დასრულდა.
მატჩის შემდეგ CBS Sports-ის ეთერში დასმულ კითხვაზე, თუ ვის ისურვებდა მეტოქედ, საკამ თავდაპირველად პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ media-trained პასუხი უნდა გაეცა, თუმცა, მოგვიანებით მან დაამატა:
გულის სიღრმეში იცით, ვისთან გვინდა ფინალში შეხვედრა.
ბევრმა ჩათვალა, რომ საკა სწორედ პსჟ-ს გულისხმობდა, რომელმაც გასულ სეზონში არსენალი ნახევარფინალური ეტაპიდან გამოაგდო.
ბაიერნთან დაპირისპირებაც საინტერესო ქვეტექსტებს შეიცავს, რადგან გერმანული გრანდის შეტევას ტოტენჰემის ლეგენდა ჰარი კეინი ლიდერობს, გუნდს კი პრემიერ ლიგის ყოფილი ჩემპიონი ვინსენტ კომპანი წვრთნის. მიუხედავად ამისა, საკას კომენტარი უფრო მეტად შარშანდელი მარცხისთვის რევანშის აღების სურვილზე მიანიშნებს.