• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ფული არ არის მთავარი: რატომ ამჯობინა ჯეკომ შალკე პარიზულ კლუბებს?
ფეხბურთიფეხბურთი

ფული არ არის მთავარი: რატომ ამჯობინა ჯეკომ შალკე პარიზულ კლუბებს?

24 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

შალკესთვის მიმდინარე სეზონი წარმატებული გამოდგა.


გუნდი ბუნდესლიგაში დაბრუნდა, რაშიც ლომის წილი 40 წლის ბოსნიელ ვარსკვლავს, ედინ ჯეკოს მიუძღვის. ზამთარში გუნდში მოსულმა თავდამსხმელმა 9 მატჩში 9 შედეგიანი მოქმედება (6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა) მიითვალა, თუმცა მისი მომავალი ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა.


სპორტული დირექტორის კომენტარი


შალკეს სპორტულმა დირექტორმა ფრანკ ბაუმანმა განმარტა, რომ კლუბი ვეტერანზე ზეწოლას არ ახდენს და გადაწყვეტილების მისაღებად დროს აძლევს.

„ედინი ხვდება, რისი მიცემა შეუძლია გუნდისთვის და რა შეუძლია კლუბს მისცეს მას. მან შეგნებული გადაწყვეტილება მიიღო ზამთარში, რადგან უნდოდა ეთამაშა და დადებითი ემოციები განეცადა,“ - განაცხადა ბაუმანმა.


მსოფლიო ჩემპიონატის ფაქტორი


ჯეკოს კარიერის გაგრძელებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ის ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს უხელმძღვანელებს. კლუბი მზადაა, მას სრული თავისუფლება მისცეს საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის შესაფასებლად.

„რა თქმა უნდა, მას წინ მსოფლიო ჩემპიონატი ელის და ის აღარ არის ახალგაზრდა, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ერთად დავსხდებით და ვისაუბრებთ. ჩვენ არანაირ ვადას არ ვუწესებთ,“ - აღნიშნა ბაუმანმა.


ერთგულება ფულის ნაცვლად


ჯეკოს მიმართ ინტერესს პარიზული კლუბებიც იჩენდნენ, თუმცა მან უარი თქვა ფინანსურად ბევრად მომგებიან შეთავაზებებზე, რათა შალკეს დახმარებოდა. როგორც ბაუმანი აღნიშნავს, ჯეკოსთვის მთავარია პირადი რწმენა და ის სიამოვნება, რასაც შალკეში თამაში ანიჭებს.

მოყვარულები ახლა იმედოვნებენ, რომ ედინი კარიერას 41 წლის ასაკშიც გააგრძელებს და შალკეს მაისურით ბუნდესლიგაშიც იხილავენ.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბუნდესლიგა
მსოფლიო ჩემპიონატი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბრაზილიის ნაკრები EA Sports-ს უბრუნდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრაზილიის ნაკრები EA Sports-ს უბრუნდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა ზედიზედ მეორე ფინალის გზაზე - ქართველების კვირა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა ზედიზედ მეორე ფინალის გზაზე - ქართველების კვირა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ახალი ცნობები ლამინ იამალის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ახალი ცნობები ლამინ იამალის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარი ბოკა ხუნიორსში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარი ბოკა ხუნიორსში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

03 მაი, 2026

ბრაზილიის ნაკრები EA Sports-ს უბრუნდება

News image

20 სთ წინ

კვარა ზედიზედ მეორე ფინალის გზაზე - ქართველების კვირა

News image

4 სთ წინ

ახალი ცნობები ლამინ იამალის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით

News image

3 სთ წინ

ნეიმარი ბოკა ხუნიორსში?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება